პრესრელიზი
10თებერვალი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
დიანა ველენგუსრკაია
(+995 32) 224 44 44, 226 44 44
Fax: (+995 32) 224 44 44, 226 44 44 (ext. 1119)
d.velengurskaia@tegetamotors.ge
http://www.tegetamotors.ge/
„თეგეტა მოტორსისა" და „იუნიქარდის" ერთობლივი აქცია
10 თებერვლიდან - 10 მარტამდე, 10 %-იანი ფასდაკლება ავტოსათადარიგო ნაწილებსა და სერვისზე და უამრავი საჩუქარი „თეგეტა მოტორსისგან"!
10 თებერვლიდან „თეგეტა მოტორსი" და „იუნიქარდი" ერთობლივ აქციას იწყებენ. აქცია ვრცელდება მსუბუქ ავტომობილებზე „თეგეტა მოტორსის" ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით. აქციის ფარგლებში მომხმარებლები მიიღებენ 10%-იან ფასდაკლებას მსუბუქი ავტომობილის სათადარიგო ნაწილებსა და სერვისზე, გასამმაგებულ ქულებს „იუნიქარდზე" და უამრავ საჩუქარს „თეგეტა მოტორსისგან" სიმბოლურ ფასად, 10 თეთრად.
სასაჩუქრე ნაკრებები გაიცემა დახარჯული თანხის მიხედვით. 300 ლარიდან 600 ლარამდე პროდუქციის/მომსახურების შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს უმაღლესი ხარისხის გერმანული წარმოების „სონაქსის" ფირმის საწმენდ საშუალებებს და სავალი ნაწილის უფასო დიაგნოსტირებას. 600 ლარზე მეტი ღირებულების გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს დამატებით გადაეცემა კომპიუტერული დიაგნოსტირებისა და თვლების შეყრის ვაუჩერებიც
აღსანიშნავია, რომ ვაუჩერები არ არის სახელობითი და შესაძლებელია მისი სხვა პირზე გადაცემა. საჩუქრები გაიცემა თანხის გადახდისთანავე, ხოლო მომსახურების ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია 10 მარტამდე.
10-დან 14 თებერვლამდე აქცია ვრცელდება მხოლოდ ცენტრალურ და ვაკის ფილიალებში, ხოლო 14 თებერვლიდან ძალაში შევა მთელი საქართველოს მასშტაბით.
„თეგეტა მოტორსის" ვერცხლის ბარათის მფლობელები ისარგებლებენ მხოლოდ 5%-იანი ფასდაკლებით, ხოლო ოქროს ბარათის მფლობელები მიიღებენ მხოლოდ სასაჩუქრე ნაკრებებს.
გერმანული ბრენდი „სონაქსი" უკვე 65 წელზე მეტია აწარმოებს ავტომობილის მოვლის უმაღლესი ხარისხის საშუალებებს. დღეს ბრენდის სახელი უკვე მანქანის მოვლასთან ასოცირდება.
„სონაქსის" პროდუქცია ერთ ქარხანაში, ბავარიაში იწარმოება: ავტომობილის ძრავის, დისკების, მინების, ინტერიერის წმენდის საშუალებები, ავტოშამპუნები, პოლირების სითხეები და ზამთრის პროდუქცია.
„თეგეტა მოტორსი" „სონაქსის" ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.